ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: 100%-ით რუსული დეზინფორმაცია, რომ აშშ-ს საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნა სურს

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსული დეზინფორმაციაა საუბარი იმაზე, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, რაც ქვეყანაში მშვიდობის გარანტი იქნება.

“ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერდეს და მანამ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს თავიდან აეცილებინა. ევროკავშირი და NATO არიან ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და წარმატებას უზრუნველყოფენ. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა არის მშვიდობის გარანტი და ზუსტად ეს გვინდა ჩვენც და ქართველ ხალხსაც”, – განაცხადა “ტაბულას” ცნობით დეგნანმა.

 

იტვირთბა....