ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი ჩაძირეს

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, რუსული ბუქსირი “Спасатель Василий Бех”, რომელსაც უკრაინულმა საზღვაო ძალებმა 17 ივნისს შეუტიეს, შავ ზღვაში ჩაიძირა.

“ცნობილი გახდა, რომ გემი ჩაიძირა. ნუთუ სულელი ორკები კიდევ იტყვიან, რომ ეკიპაჟიდან ვინმემ წარუმატებლად მოსწია სიგარეტი? ჩვენი შეირაღებული ძალების ანგარიშზე უკვე არის კრეისერი, რამდენიმე კატერი, ახლა კი სამაშველო გემი მიემატა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩვენი სამხედროები ფრეგატს, კორვეტს და დიდ სადესანტო გემსაც მიათვლიან და შეგვეძლება ვთქვათ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა გემების ბრიგადა შევქმენით. გახსნის ცერემონიაზე ოკუპანტების მთელ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოვიწვევთ”, – წერს მარჩენკო Telegram-ზე.

არსებული ინფორმაციით, საბუქსირო გემს რუსი სამხედროები კუნძულ ზმეინიზე გადაჰყავდა და მის ბორტზე Тор-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა იყო მოთავსებული.

 

იტვირთბა....