უკრაინის საზღვაო ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბუქსირო გემ “Василий Бех”-ზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. როგორც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბუქსირს რუსი სამხედროები კუნძულ ზმეინიზე გადაჰყავდა და ბორტზე Тор-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა ჰქონდა.
“ბორტზე საზენიტო სარაკეტო სისტემის არსებობამაც არ შეუშალა ხელი ურკაინულ ძალებს, რუსი დამპყრობლების დემილიტარიებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკო აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა ბუქსირს Harpoon-ის რაკეტებით შეუტიეს.