ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ჩვენ ჩავატარებთ აქციას 18-ში და შინაარსობრივად შევუერთდეთ როგორც 16-ის, ისე 20-ის აქციას – მეგრელიშვილი

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელი აქცია ერჩივნათ 16, 20 თუ 18 და ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობამ 18 აირჩია. ამიტომ, ჯობია ჩვენ ჩავატაროთ აქცია 18-ში და შინაარსობრივად შევუერთდეთ როგორც 16-ის, ისე 20-ის აქციას. ჩვენთან მოსული ადამიანები მიითვალოს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ შეგვიძლია შევთანხმდეთ, მაშინ იყოს ასე, 18-ში შევიკრიბოთ ადამიანები, ვისაც არც „ქოცები“, არც „ნაცები“ და არც ეს დაპირისპირება მოგვწონს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

იტვირთბა....