ხარკოვის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი ოკუპანტების შემოტევებს იგერიებენ. ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე წერს. მისი ინფორმაციით, მტერი აგრძელებს დასახლებული პუნქტების დაბომბვას, რის შედეგადაც, შვიდმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, დღის განმავლობაში, რუს სამხედროებს ქალაქი ხარკოვი არ დაუბომბავთ, თუმცა, ცეცხლი გახსნეს ოლქის სხვა ქალაქებსა და სოფლებში.
“რუსუმა ჭურვები ხანძრების პროვოცირებას ახდენს. ცეცხლი გაუჩნდა ტყის მასას, ასევე, ხანძარი იყო ბოგოდუხოვსკის და იზიუმის რაიონების საწარმოებში. ახლა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს’, – წერს ოლეგ სინეგუბოვი.