ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„მე იქ იმასთან არ მივალ“ ემოციებს ვაჯობოთ და ! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! – ელისაშვილი

მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს ევროპის მოედანზე დაანონსებულ აქციას ეხმაურება.

„17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რო, ვაჯობოთ ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ – ჩვენ ჰორიზონტალურ „მე იქ იმასთან არ მივალ“ ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების – საქართველოს დაძახებულზე გავიდეთ 16-ში – ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ რომ ბევრნი ვართ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

იტვირთბა....