ახალი ამბები მთავარი ციტატა

არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე, გორბის კითხვები აბსურდულია – ზურაბიშვილი

“ეს არის ფორმა, რითაც ხელისუფლება ზოგჯერ ცდილობს თავისი მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე. გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია. ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპაში თუ ამერიკაში, ასე რომ იყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს, რომ არ უნდა ომი. ვის უნდა ომი? უკრაინელებს უნდოდათ? ის არის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე, უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია ან კიდევ სხვა ახსნა აქვს, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს. ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ?” – თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა. 
იტვირთბა....