ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„მთავარი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ “ნაცმოძრაობისგან” შავი ფულით ფინანსდება“ – კობახიძე

„სამივე ტელევიზიასთან მიმართებით არსებობს არა მხოლოდ საკუთრებითი ინტერესი, სამივეს პირდაპირ აფინანსებს ნაციონალური მოძრაობა შავი ფულით, ხალხისგან ნაძარცვი, სისხლიანი ფულით. „ფორმულას“ აფინანსებს კეზერაშვილი, „მთავარს“ აფინანსებს „ნაცმოძრაობა“, ნაყოფია, კეზერაშვილიც ეხმარება პერიოდულად, რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, ძალიან მარტივად ვიცით ფაქტები, მათ შორის, ვის, როდის, რა კონვერტი ჩამოუტანეს, შავი ფული, ეს ყველაფერი ვიცით, მაგალითად, ჭუტას რა ფული მისცეს, გრიგოლიას რა ფული მისცეს და ა.შ…

მათ შორის, ხელფასები რომ კონვერტებით რიგდება, არ ვიცი, შეიძლება, ესეც კრიმინალია, მაგრამ მე ამაში ვერ ჩავერევი. მოძრაობს შავი ფული, ნაძარცვი ფული, ხალხს რაც მოჰპარეს 2004-12 წლებში, ის ფული ტრიალებს ამ ტელევიზიებში.

25 მილიონი ლარი არის ამ სამი ტელევიზიის სარეკლამო შემოსავალი, ხარჯები არის სამჯერ მეტი, დაახლოებით. საიდან ფინანსდებიან? ამიტომ არიან ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზია სამივე.” – განაცხადა პალიტრანიუსის ეთერში ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....