თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში გრძელდება. მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი თანამდებობას ტოვებს.
„გარკვეული გადაადგილებები ახლაც მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომლის მიზანია, რომ პროცესების გაუმჯობესება და თბილისში არსებული გამოწვევბის უფრო ეფექტურად რეაგირება მოხდეს. პაატა ჯაჭვლიანი მუშაობას, ალბათ, მერიის სხვა მიმართულებით გააგრძელებს,” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მერიაში გადაადგილებები შეიძლება გაგრძელდეს.