ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების “რეფერენდუმის” საკითხზე იმსჯელებენ

ოკუპირებული ცხინვალის წარმონაქმნის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების “რეფერენდუმის” საკითხზე დღეს მოსკოვში კონსულტაცია გაიმართება. Sputnik-ის ცნობით, შეხვედრაში “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მიიღებს მონაწილეობას.

“დელეგაციაში ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ემილია გაგიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედოევი და პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ საუბარი ბოლო პერიოდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა მმართველმა, ანატოლი ბიბილოვმა დაიწყო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე “რეფერენდუმი 17 ივლისს დაინიშნა. დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ალან გაგლოევმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება “საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობის” მოტივით შეაჩერა.

 

იტვირთბა....