ახალი ამბები

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალმა “პრეზიდენტმა” რუსეთთან მიერთების რეფერენდუმი შეაჩერა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შემავალი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახლადგამოცხადებულმა  “პრეზიდენტმა”, ალან გაგლოევმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება შეაჩერა. გაგლოევი ამის ერთ-ერთ მიზეზად “რეფერენდუმზე წარდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობას” ასახელებს.

“გაგლოევი დაჟინებით ითხოვს რუსულ მხარესთან კონსულტაციების გამართვას რესპუბლიკის შემდგომი ინტეგრაციის საკითხებზე. მოლაპარაკებების დასრულებამდე, რეფერენდგუმის შესახებ დადგენილება შეჩერებულია”, – წერს ონლაინ-გამოცემა Озодлик.

“სამხრეთ ოსეთის” მანამდელი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილევი რეფერენდუმის ჩატარებას 17 ივლისს გეგმავდა.

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დე ფაქტო არჩევნები 2022 წლის აპრილში ჩატარდა. გაგლოევმა ხმების 56,09 პროცენტი მიიღო.

 

 

იტვირთბა....