ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი შვილთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე.
ამ დროისთვის მშენებარე სახლთან პოლიცია იმყოფება. თვითმხილველების თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული ყველა მუშა შენობის გარეთ გამოიყვანეს. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია შუა ხნის მამაკაცი და გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მამაკაცი მე-12 სართულიდან გადმოვარდა.
შეგახსენებთ, ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე შენობა 14- სართულიანია და ადგილობრივი მცხოვრებლები გასულ წელს მის მშენებლობას აპროტესტებდნენ.