ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს – ოკუპანტებმა შვიდი მოქალაქე აწამეს

რეგიონული პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქ ბუჩაში შვიდი ცხედარი იპოვეს, მათ შორის რამდენიმეს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა.

შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე რუსებმა აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს და სიკვდილით დასაჯეს “, – წერს ფეისბუქზე კიევის რეგიონული პოლიციის უფროსი ანდრი ნებიტოვი.

“ეს საფლავი აღმოაჩინეს დღეს იმ მხარეში, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებული სოფელ მიროცკესთან”, წერს ის და დასძენს, რომ პოლიცია გარდაცვლილების იდენტიფიცირებაზე მუშაობს”.

შეგახსენებთ, ქალაქი ბუჩა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ოკუპირებული იყო. აპრილის დასაწყისში ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, სულ მცირე 500 ცხედარი იპოვეს.

 

 

იტვირთბა....