ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ივანიშვილი და საქართველო ერთი არ არის, ბიძინა მოკვდება ეს ქვეყანა კი მაინც იარსებებს -კორძაია

“ოცნებას არ უნდა იმის დაშვება, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ისინი ამისთვის ისტერიულად იბრძვიან. ისინი შეიძლება ამომრჩეველს ატყუებენ. ღარიბაშვილი და მთელი “ოცნება” ჩვენთვის ჩაჭიდებულ ხელზე კბენს ევროპას. გამოვიდა ხუნდაძე პირველი ამბოხებული მაჟორიტარი და თქვა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ არის ყველაფერი წყალს წაუღია, დღეს ღარიბაშვილი არ ახსენებს ივანიშვილს, მაგრამ შოკში ჩამგდებ განცხადებებს აკეთებს. ერთი მკრეხელობაა, რომ ივანიშვილი და საქართველო ყოფილა ერთი წონის მოვლენა სამყაროში ამას არ მიიღებს ამომრჩეველი. ივანიშვილს პატრიარქს უტოლებენ, რომ ის არის სამების ამშენებელი. ივანიშვილის რეიტინგი კალაძის რეიტინგსაც ვერ უტოლდება. ბიძინა ივანიშვილი და საქართველო ერთი არ არის, ბიძინა მოკვდება ეს ქვეყანა კი მაინც იარსებებს” – განაცხადა თამარ კორძაიამ “ტვ პირველის” ეთერში.

იტვირთბა....