aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ერმაკი: რუსეთი “მსოფლიო შიმშილს” იარაღად იყენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთს ახალი “გოლოდომორი“ სჭირდება მსოფლიოს დასაშანტაჟებლად, უკრაინის გარშემო საერთაშორისო კოალიციის ძირგამოსათხრელად და ევროპაში ომის მოსაგებად.

“მსოფლიო შიმშილის იარაღად გამოყენება სურთ. მე არაერთხელ ვთქვი, რომ რუსეთი სასურსათო კრიზისს ამზადებს, რომელსაც მსოფლიოში სხვა კრიზისების ჯაჭვი მოჰყვება. ისინი უკრაინულ პორტებს ბლოკავენ, ანადგურებენ მოსავალს, სამხრეთით ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილებს იკავებენ და იპარავენ ჩვენს მარცვლეულს. პუტინის შიმშილის გეგმა იმისკენ არის მიმართული, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროკავშირში ლტოლვილთა ტალღა წამოვიდეს და ჩვენი მოკავშირეების ეკობომიკას დაარტყას. რუსეთი შეეცდება მსოფლიოს დაშანტაჟებას, უკრაინელებს დაადანაშაულებს, მოითხოვს ტერიტორიული მიღწევების აღიარებას და სანქციების მოხსნას”, – წერს ერმაკი Telegram-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე 30 მილიონ ტონამდე საექსპორტო მარცვლეული ინახება.

იტვირთბა....