მიგრანტების კრიზისის კიდევ ერთი ტრაგიკული ასპექტი: ბოლო ორი წლის მანძილზე მინიმუმ 10 000 ლტოლვილი ბავშვი ევროპაში ჩასვლის შემდეგ გაუჩინარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ევროკავშირის კრიმინალურ სადაზვევრვო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპის შტაბის უფროსის ბრაიან დონალდის თქმით, დაკარგული ბავშვების ნახევარი იტალიაში გაუჩინარდა.
სააგენტოზე დაყრდნობით, ევროპაში ჩასული არასრულწლოვანი ლტოლვილი ბავშვების 27% გასულ წელს დაიკარგა.
ევროპოლი გვაფრთხილებს, რომ უფროსის ზედამხედველობის გარეშე მყოფი ბავშვები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. ისინი ტრაფიკიორებმა სექსუალური სამუშაოსთვის და მონობისთვის შეიძლება გამოიყენონ.