დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევით? და თქვენ იცით, რომ წელიწადში ეს იგივეა რაც ნახევარი ჭიქა კუპრი დალიოთ? რა თქმა უნდა, არ დაიჯერებთ! სამწუხაროდ კი ეს ასეა. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, ერთ ღერ სიგარეტში საკმაო რაოდენობის კუპრია. დღეში 20 ღერის მოწევით თქვენ წელიწადში 7300 სიგარეტს ეწევით. ერთ ღერში საშუალოდ 12-14 მლ კუპრია, რაც წელიწადში საშუალოდ გამოდის 87, 6-102, 2 გრამი.
კუპრია სწორედ ის ნივთიერება რაც აღიზიანებს ფილტვების ზედაპირს, ბრონხებს, ეს ყველაფერი იწვევს ხველას და ეს იწვევს ბრონხიტს (ხან ქრონიკულსაც კი).
მაგრამ ეს ყველაზე უწყინარია, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველაზე ხშირად სიმსივნე მწეველებს ემართებათ. თირკმელების, ფილტვების და ბრონხების კიბო. კუპრი არ იწვევს დამოკიდებულებას, ის იწვევს სიკვდილს.
აგრეთვე ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს რომ მოწევა იწვევას ტვინის უჟანგბადობას, ეს ხდება იმიტომ, რომ სიგარეტის შემადგენლობაში არის ნახშირორჟანგი, რომელიც ახდენს ჩანაცვლებას თავის ტვინში მოწევის დროს. ერევა ჰემოგლობინს სისხლში, ამ დროს გული და ფილტვები იწყებენ სწრაფად მუშაობას, ამ დროს ინსულტის ალბათობა მატულობს, ეცემა იმუნიტეტი და ქალებში კი მატულობს უშვილობის რისკი. ამის შესახებ ბევრმა იცოდა, ბევრმაც კი არა. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას.
წყარო: intermedia.ge