ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსეთმა დაახლოებით 400 საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში დაახლოებით 400 საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია. ზელენსკის თქმით, მართ შორის არის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლითაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისგან თავის შეკავების ვალდებულება ჰქონდა აღებული.

“სიტყვა – ეს ყოველთვის კანონის საფუძველია. ეს ყველა შეთანხმების საფუძველია. კონვენციების, წესდებების, დეკლარაციების და რა თქმა უნდა, მემორანდუმების. თუმცა, იმ პერიოდში, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, რაც შეგახსენებთ, არა ამ წლის 24 თებერვალს, არამედ 2014 წელს დაიწყო, რუსეთმა დაარღვია დაახლოებით 400 სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმება, რომელთა მხარეც ჩვენი სახელმწიფოა”, – მიმართა ზელენსკიმ კოპენჰაგენის დემოკრატიული სამიტის მონაწილეებს.

ზელენსკიმ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა:

  • გაეროს წესდება
  • გაეროს კონვენცია ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ
  • გაეროს კონვენცია გენოციდის აღკვეთისა და სასჯელის შესახებ
  • კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ
  • გაეროს კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
  • გაეროს კონვენცია ზღვის სამართლის შესახებ
  • ევროპის საბჭოს წესდება
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია
  • ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ 1975 წლის კონფერენციის საბოლოო აქტი

 

 

იტვირთბა....