“მართლაც შემაშფოთებელია, რომ “ფეიკის” მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება! ეს დიდი უსამართლობაა”, – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას უჭერენ მხარს.
“ბიძინა ივანიშვილის დამსახურება უკიდეგანოდ დიდია საქართველოს სწორ განვითარებასა და მშვიდობიანი ქვეყნის ჩამოყალიბებაში. დიახ, სწორედ მან დაარსა პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც დემოკრატიულ და ჰუმანურ ღირებულებებეა დაფუძნებული და აგრძელებს თავგანწირულ ბრძოლას ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის. იმედს ვიტოვებ საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ და განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოში”, – ციტირებს “ფორმულა” ბოლქვაძის სიტყვებს.
ამავე თემაზე: “საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს” – გია გაჩეჩილაძე