[su_quote]საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს და ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა. ამომრჩევლების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, გამაგებინეთ. პირობას ვიძლევით… მაგათმა არ იციან კიდე, რა არის საქართველო. ჯერ კიდევ სულხან საბას დროიდან რომ აწოწიალეს ის კაცი და როგორც მეთხუთმეტე კაცად მიიღეს, ასეთ სიტუაციას გვიკეთებენ. არ გამოუვათ, აი, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, დაგანახებთ აგერ. მოვიდეს ერთი 23-24 რიცხვი და ვნახოთ ერთი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ლობიო რომ ლობიოდ დაგვრჩეს მარტო და გასაყოფი გაგვიხდეს, იმას გავიყოფთ და არავისი არაფერი არ გვინდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ეს ხელისუფლება ის იმიტომ ისჯება, რომ მშვიდობაა ქვეყანაში. დღეს წყდება საქართველოს სუვერენიტეტის ბედი, თორემ ბატონების და პატრონების ცვლით, მონობა არ მთავრდება, გინდა რუსი ბატონი გყავდეს და გინდა ამერიკელი. ვნახოთ, რა პასუხი მოვა. არის უარყოფითი ვარიანტი – მოვიდეს უარყოფითი პასუხი და გაეცემა შესაბამისი პასუხი, მოვიდეს დადებითი პასუხი, მაგრამ მოვიდეს სანქცირებები ბიძინა ივანიშვილზე, მაგასაც გაეცემა შესაბამისი პასუხი[/su_quote]
ამის შესახებ მუსიკოსმა და წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში “იმედი LIVE“ განაცხადა.