უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ქვეყანას ყველაზე მძიმე ზამთარი ელოდება, რაც კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამოუვლია.
“რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს ნამდვილად ყველაზე მძიმე ზამთარი იქნება დამოუკიდებლობის მთელი წლების განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა უკრაინა ევროპის ენერგეტიკულ ქსელზე ისტორიული მიერთების ზღვარზეა, ევროკავშირს შეუძლია, გაზარდოს ფინანსური ზემოქმედება უკრაინაზე, ხოლო რუსული ენერგორესურსების მოხმარება შეამციროს”, – ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რუსეთი 100 დღეზე მეტია, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.