კახეთის გზატკეცილზე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავებულიც მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი, 18 წლის მამაკაცი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას გულ-მკერდის დახურული ტრამვა აქვს. როგორც ექიმები ამბობენ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
“ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით, დაუდგინდა გულ-მკერდის დახურული ტრამვა, მარცხნივ ლავიწის ძვლის მოტეხილობა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოთავსდება ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში და სავარაუდოდ გაუკეთდება ოპერაცია,“ – განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგმა ანი დალაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში კახეთის გზატკეცილზე აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე გაზის გაჟონვამ გამოიწვია.