[su_quote]საქართველოში ბოლო 2 წელში:
45% – ით გაძვირდა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტი/მომსახურება.
31% – ით გაძვირდა კომუნალური სერვისები.
84% – ით გაძვირდა საწვავი.
24% – ით შემცირდა შემოსავლები.
ინფლაცია – 14% (წლის ბოლოს 15% – ს გადააჭარბებს)
ქვეყანა ოფიციალური მონაცემებით დატოვა 100 000 მა ადამიანმა (არაოფიციალურად 3 – ჯერ მეტმა).
სოციალურ შემწეობას იღებს 600 000 – ზე მეტი ადამიანი.
ამ ყველაფრის ფონზე არცერთი, ხაზს ვუსვამ არცერთი ეკონომიკური რეფორმა ან ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საგადასახადო რეფორმას და ა.შ. ეხლა დადგა დღის წესრიგში ახალი სატრანსპორტო დერეფნის აუცილებლობა.
ეხლა, რომ ქვეყანას ქონოდა ანაკლიის პორტი, მასთან დაერთებული ახალი რკინიგზა და მაგისტრალი, საქართველოს მომდევნო ბევრი წლის ეკონომიკური რეალობა რადიკალურად შეიცვლებოდა. გავხდებოდით მსოფლიოს ახალი სატრანზიტო დერეფანი.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი, ეკონომისტმა ოთო აბესაძემ გამოაქვეყნა.