უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის დამცირება მიზანშეწონილი არ არის.
როგორც კულება Twitter-ზე წერს, მსგავსი მოწოდებით გამოსვლა თავის დამცირების ტოლფასია.
“მოწოდებებს, რომ არ დაუშვან რუსეთის დამცირება, მხოლოდ საფრანგეთის ან ნებისმიერი სხვა იმ ქვეყნის დამცირება შეუძლია, რომელიც ასეთივე მოწოდებით გამოვა, რადგან რუსეთი საკუთარ თავს თვითონ იმცირებს. უმჯობესია, ჩვენ ყველანი იმაზე ვკონცეტრირდეთ, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი. ეს დააბრუნებს მშვიდობას და გადაარჩენს სიცოცხლეს”, – წერს კულება Twitter-ზე.