ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მაკრონი: რუსეთი არ უნდა დავამციროთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დიპლომატიური გზის გამონახვა იყოს შესაძლებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავამციროთ რუსეთი.

ამის შესახებ მაკრონმა რეგიონალურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ნაწყვეტიც Европейская правда-ს მოჰყავს.

“ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რომ იმ დღეს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, დიპლომატიური გზებით გამოსასვლელი პანდუსის აშენება შევძლოთ. მე მჯერა, რომ საფრანგეთის როლია – იყოს შუამავალი სახელმწიფო “, – აცხადებს მაკრონი.

 

იტვირთბა....