ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრიანაში Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, დაღუპულია მათი მძღოლი

უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკთან თავდასხმის შედეგად  Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა.

reuters-ის სპიკერის თქმით, ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ისინი მოძრაობდნენ, დაიღუპა.

”Reuters-ის ორმა ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს სევიეროდონეცკისკენ მიმავალ გზაზე. ისინი მოძრაობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მოწოდებული მანქანით, რომელსაც მართავდა სეპარატისტების მიერ დანიშნული პირი. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა“, – განაცხადა Reuters-ის წარმომადგენელმა.

იტვირთბა....