სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ყველა მოქალაქე მიუხედავად მათი ორიენტაციისა. – ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლექსო ლაშქარავს შესახებ დასმულ კითხვაზე.
ჩემი კითხვაა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში თბილისი პრაიდის დროს მოკლეს, როდესაც ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს, თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. ამ წელს გაიმეორებს თქვენი მთავრობა იმავე შეცდომას, თუ დაიცავს ევროპულ ღირებულებებს”, – ჰკითხეს მას.
“პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში, იცავს ყველა მოქალაქეს”, – უპასუხა ღარიბაშვილმა.