ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, წინსვლა გვაქვს, ახლა ევროპის ჯერია, მან უნდა გადაწყვიტოს – ღარიბაშვილი

საქართველო ევროპული სტანდარტების, ფასეულობების ერთგულია, ჩვენ ყველაზემაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველამიმართულებით, ახლა ევროპის ჯერია, მან უნდა გადაწყვიტოსამის შესახებსაქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალურიუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთსამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცებასიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმებას  დათავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი, აქვს შენგენის ქვეყნებთან უვიზომიმოსვლა და ევროკავშირის წევრობის განაცხადიც  უკვე გაკეთებულია. 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გამოიარა ომი 2008 წელსბევრად ადრე, ვიდრე უკრაინამ, ბევრად ადრევიდრე ყირიმმა. ჩვენ ყველაზე მაღალი ფასიგადავიხადეთ. ვინ გადაიხადა ეს ფასი? ქართველმა ხალხმა. 90-იან წლებშიც ორი ომიგვქონდა  რუსეთთან, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთდამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ამიტომ, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფული არჩევანი.ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სპეკულირება არ მინდა. რათქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს ვესაუბრებით ამის შესახებ. ევროპელ მეგობრებთანვსაუბრობთ. მე პირადად მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან. მრავალი შეხვედრაგავმართე მათთან და სატელეფონო საუბრებიც მქონდა. ბრიუსელში 10 დღის ან 2კვირის წინ ვიყავი და ლიდერებს შევხვდი. რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი ის არის, რომსაქართველოს თავისი საშინაო დავალება  შესრულებული აქვს და ახლა ველითევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პოლიტიკურიგადაწყვეტილებაა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური, სტრატეგიული და თანმორალური გადაწყვეტილებაა. თან სიმბოლურია. ასე მაგალითად, რა გზავნილსვუგზავნით რუსეთს? ავიღოთ საქართველო. არ ვისაუბრებ სხვა ქვეყნებზე და მხოლოდსაქართველოს შესახებ ვიტყვი: საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების,ფასეულობების, ევროკავშირის ფასეულობების. თან ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვსგადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით.ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზომიმოსვლის რეჟიმს და წევრობაზე განაცხადიც გაკეთებულია. ახლა ევროპის ჯერია.ახლა მან უნდა გადაწყვიტოს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....