ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

გამოიყენებს თუ არა უკრაინა აშშ-ს გამოგზავნილ MRL-ს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის – პოდოლიაკის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, საუბრები იმის თაობაზე, რომ უკრაინამ აშშ-სგან გამოგზავნილი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები (MRL) შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის გამოიყენოს, რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის ნაწილია.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ერთ-ერთ მიზანს უკრაინასა და აშშ-ს შორის ნდობის შერყევა წარმოადგენს.

“უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და არ გეგმავს მოწოდებული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი ტექნიკა”, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

ამავე თემაზე: მედვედევი საუბრობს, რა შემთხვევაში დაარტყამს რუსეთი უკრაინის სამთავრობო შენობებს

იტვირთბა....