რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აშშ-ს მიერ მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაისვრის. ამის შესახებ მედვედევმა ალ ჯაზირასთან ინტერვიუში განაცხადა.
“ყველას ესმის, რომელი ცენტრებია ეს – თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და ყველაფერი, რაც კი შეიძლება”, – ავრცელებს მედვედევის ციტატას რუსული გამოცემა ТАСС.
ამასთან, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ს მიერ უკრიანისთვის HIMARS-ის სისტემების გადაცემა შეაფასა, როგორც “საფრთხე რუსეთისთვის”.