დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული ხომალდები სამოქალაქო გემების უკან იმალებიან და ისე ესვრიან უკრაინას რაკეტებს. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ცნობილ “რუსულ ტაქტიკას” მიმართავს, რომლითაც 2014 წელს მოქმედებდა, თუმცა, ახლა უკვე ზღვაში. უფრო კონკრეტულად, ოკუპანტებს სევასტოპოლში სავაჭრო ფლოტის გემები გადაჰყავთ, რომელთაც იდენტიფიკაციის სისტემა AIS აქვთ გათიშული.
“მათ უკან დამალული სამხედრო გემებით, ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების განადგურებას და კალიბრის ტიპის ჩვენი საკრუიზო რაკეტების გამოყენებით, ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს”, – აცხადებენ საზღვაო ძალებში.