უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსეთის ორი სადესანტო კატერი ჩაძირეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა Південь ავრცელებს. Facebook-ზე გავრცელებული ცნობის მიხედვით, 1 ივნისს უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რუს ოკუპანტებს შეუტიეს, ბრძოლების შედეგად, 21 მათგანი იმსხვერპლეს, თავს დაესხნენ მათ საველე საბრძოლო საცავს და ორი ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი ჩაძირეს.
“რუსი მებრძოლები კატერებს დნეპერ-ბუგის შესართავში მალავდნენ და ისინი მზადყოფნაში ჰქონდათ დივერსიული და სადაზვერვო მოქმედებების შესასრულებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს:
- ერთი საზენიტო და 1 თვითმავალი არტილერია
- Т-72-ის ტიპის 4 ტანკი
- 4 ერთეული ჯავშანტექნიკა და საავტომობილო მანქანა
- 3 უპილოტო საფრენი აპარატი