[su_quote]სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს განვიცდი. გულგატეხილი ვარ იმის გამო, რომ მტკიცებულებების გორაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემი ყოფილი ქმრის არაპროპორციული ძალის, გავლენისა და ძალაუფლების წინააღმდეგ. კიდევ უფრო მეტად იმით ვარ იმედგაცრუებული, თუ რას ნიშნავს ეს განაჩენი სხვა ქალებისთვის. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს გადაწყვეტილება აბრუნებს დროს, როცა ქალებს ადანაშაულებდნენ და ამცირებდნენ თავიანთ პრობლემებზე საჯაროდ საუბრის გამო. ეს განაჩენი ჩრდილს აყენებს იდეას, რომ ქალთა მიმართ ძალადობას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჯონის ადვოკატებს გამოუვიდათ ნაფიცმსაჯულები ეიძულებინათ, დაეიგნორებინათ სიტყვის თავისუფლების საკითხები და ყურადღება არ მიექციათ მტკიცებულებებისთვის, რომლებიც იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ გაერთიანებულ სამეფოში სასამართლო მოვიგეთ. გული დამწყდა, რომ ეს საქმე წავაგე, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო საწყენი ის არის, რომ მე, როგორც ჩანს, დავკარგე უფლება, ვილაპარაკო პირდაპირ და ღიად[/su_quote]
ასე გამოეხმაურა ამერიკელი მსახიობი, ემბერ ჰერდი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ყოფილი ქმრისთვის, მსახიობ ჯონი დეპისთვის 15 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა ცილისწამების საქმეზე.
ამავე თემაზე: “ექვსი წლის შემდეგ, მსაჯულებმა ცხოვრება დამიბრუნეს” – ჯონი დეპი