მართლა 12% კი არ არის ინფლაცია, იტყუებიან, სტატისტიკის სამსახური ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
“მართლა 12% კი არ არის ინფლაცია, იტყუებიან. სტატისტიკის სამსახური ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, რისი 12% ლამის გაორმაგდა ფასები. მაგალითს მოგიყვანთ პირადი გამოცდილებიდან, გასაღები დავამზადე “პირიმზეში” ღირდა რამდენიმე თვის წინ 5 ლარი ახლა ღირს – 15. სანტექნიკი გამოვიძახე და 15 ლარის ნაცვლად 60 ლარი გამომართვა”,- ამბობს პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე.