[su_quote]ცნობისთვის, ბოლო კვირებში ბრიუსელში საქართველოდან ორ ოპოზიციურ პარტიას – “ლელოს” და გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შევხვდი. ორივე აქტიურად ითხოვდა ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან “ეს ისტორიული შანსია საქართველოსთვის და ყველა პარტიულ ხაზზე მაღლა დგას[/su_quote]
ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებს საერთაშორისო პლატფორმებზე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში აქტიურად სდებენ ბრალს.
“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ, გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, მოჰყვეს არეულობა”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველომ თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილი უკვე გადასცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს რის შემდეგაც, ევროკომისიამ საკუთარ შეფასების ანგარიში უნდა მოამზადოს ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.