ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ, გათვლაა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა – კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. აქ არის ძალიან მარტივი გათვლა, გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, მოჰყვეს არეულობა. ამ არეულობაში მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედთან’’ საუბრის დროს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის სურვილია საქართველოს ომში ჩართვა, თუმცა ამ გათვლას აღსრულება არ უწერია.

,,ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....