ახალი ამბები მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნება ოფიციალურად დატოვა

დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნება ოფიციალურად დატოვა.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, განაცხადა: 

„სამდივნომ დააკმაყოფილა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პარტიაში გაწევრიანების თაობაზე და დღეს ის მოწვეულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ის მოიაზრება ქართული ოცნების თავმჯდომარედ. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მასთან დღეს კიდევ ერთხელ მოხდა კომუნიკაცია და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რომ ის ტოვებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და მიდის პარტიის თავმჯდომარეობიდან,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

იტვირთბა....