ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა სააკაშვილს და პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მე – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილი მოინახულა.

შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა ნიკა გვარამიას მიმართვა გაავრცელა.

“დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს. გამოვიდა და ისაუბრა დიაგნოზებზე, მკურნალობის ფორმებსა და შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან და უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად წინასწარ დააანონსა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც. მეტიც, ეს განაჩენი კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო ღიად პოლიტიკური, ვიდრე მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი.

ეს განცხადებები მიზნად არ ისახავს მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილის და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის სახელისუფლებო დაკვეთას ეს განცხადებები მიზნად ისახავს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ჩვენი ქვეყნის ისტორიული შანსის მოსპობას. მინდა გავაწბილო ირაკლი კობახიძეც და ივანიშვილი, მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც და ხელისუფლებიდან წასვლაც. მათ მოუწევთ, იმასთან შეგუება, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი გახდება. ” – ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.

იტვირთბა....