ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო გაზაფხულზე დაგეგმილ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს. როგორც კალაძემ აღნიშნა, გუშინ გადაწყდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების წევრი გახდება. დღეს გამართულ შეხვედრაზე კი პოლიტსაბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ყრილობაზე, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება, პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარადგინონ.
იტვირთბა....