ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 28-29 მაისს დელეგაციასთან ერთად იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა და პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში.

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

“ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

იტვირთბა....