ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში იარაღი იპოვნეს

რადიო “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში იარაღი იპოვნეს. ადვოკატი  პოლიციის სამმართველოში კუჭავას კუთვნილი ავტომობილის მორიგ დათვალიერებას თავად ესწრებოდა.

„ბიძინა კუჭავა სახლიდან გავიდა 2016 წლის 16 იანვარს, მისი მანქანა ნაპოვნი იქნა მეორე დღეს. მანქანა ორი დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა ღია მდგომარეობაში. მანქანა დათვალიერებული და დალუქული იქნა. დღეს კი მანქანაში დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა იარაღი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი. გავარკვევთ, ვისია ეს იარაღი და ვის ეკუთვნის,“ – განაცხადა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.

პოლიციის სამმართველოში ბიძინა კუჭავას კუთვნილი ავტომობილის მორიგი დათვალიერება 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამომძიებლებთან ერთად საპროცესო მოქმედებაში კუჭავების ადვოკატი და საქართველოს ხმის დამფუძნებლის ქვრივიც მონაწილეობდნენ.

ოჯახის წევრებს გამოძიებასთან კითხვები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს პროკურორ ოთარ ქირიას მკვლელობასა და საქართველოს ხმის დამფუძნებლის თვითმკვლელობაზე გამოძიება. სავარაუდოდ, შემთხვევები ერთმანეთს უკავშირდება.

იტვირთბა....