ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

იტალიის პრემიერი პუტინთან საუბრის შემდეგ: მშვიდობის იმედი ვერ დავინახე

“მშვიდობის იმედი ვერ დავინახე”, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინსიტრმა მარიო დრაგიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იტალიას სურს, უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის აღდგენაში დაეხმაროს და სწორედ ეს იყო პუტინთან საუბრის ერთ-ერთი თემა, რაზეც, რუსეთის პრეზიდენტმა მიუგო, რომ სურსათის კრიზისში დამნაშავე დასავლური სანქციებია.

“იმ ჰუმანიტარული კრიზისის სიმძიმის გამო, რომელიც მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს, თავი ვალდებულად ვიგრძენი, გამოვსულიყავი ამ ინიციატივით”, – აღნიშნა მარიო დრაგიმ და დასძინა, რომ ამ საკითხის განხილვას ახლო მომავალში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც აპირებს.

ცნობისთვის, უკრაინის პორტებში 4,5 მილიარდი ტონა მარცვლეულია, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, ექსპორტზე ვერ გადის. რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო მარაგის თითქმის მესამედი მოდის, უკრაინიდან ექსპორტის შეჩერება კი გლობალურ სასურსათო კრიზისს აღრმავებს.

ამავე თემაზე: პუტინის ულტიმატუმი – რა შემთხვევაში დათანხმდება რუსეთი მარცვლეულის ექსპორტს

იტვირთბა....