რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ დასავლეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოხსნის. გამოცემა Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა 26 მაისს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
ამ ეტაპზე, უკრაინის პორტებში 4,5 მილიარდი ტონა მარცვლეული, რომელიც ქვეყანაში რუსეთის საბრძოლო მოქმედებების გამო, საექსპორტოდ ვერ გააქვთ.
ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო მარაგის თითქმის მესამედი მოდის, უკრაინიდან ექსპორტის შეჩერება კი გლობალურ სასურსათო კრიზისს აღრმავებს.
ამავე თემაზე: Reuters: თურქეთი უკრაინას და რუსეთს მარცვლეულის დერეფნის მოწყობაზე ესაუბრება