ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Reuters: თურქეთი უკრაინას და რუსეთს მარცვლეულის დერეფნის მოწყობაზე ესაუბრება

თურქეთის ხელისუფლება უკრაინასა და რუსეთთან მარცვლეულის საექსპორტოდ დერეფნის მოწყობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters, თურქ თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

“თურქეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან”, – ამბობს წყარო.

“როიტერის” ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძდელდება.

ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო მარაგის თითქმის მესამედი მოდის, უკრაინიდან ექსპორტის შეჩერება კი გლობალურ სასურსათო კრიზისს აღრმავებს.

იტვირთბა....