ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხერხეულიძე სააკაშვილზე: იმ ადამიანს ვსჯით სიკვდილით, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა

[su_quote]ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? ის ხომ არა, ვინც საერთოდ ევროკავშირზე დაიწყო საუბარი საქართველოში და ყველა კარს ანგრევდა, სადაც შესაძლებელი იყო მისი სტატუსით მისულიყო და ეთქვა, რომ დიახ, ჩემი ქვეყანა იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას, იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და მიმიღეთ, როგორც სრულფასოვანი წევრი, მაღიარეთ, როგორც მთელი სამყაროს სრულფასოვანი წევრი და მე არც ერთ შემთხვევაში არ დავყაბულდები იმ სტატუსს, რომ წარმოვადგენ პატარა ქვეყანას. ეს შეძლო იმ დიდმა კაცმა, რომელიც დღეს პალატაში სიკვდილს ებრძვის. ეს იმ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელმაც ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა და ძალიან დიდი წინააღმდეგობები შეხვდა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც დღესაც აქ ბრძანდებიან ქართულ პოლიტ-ელიტაში. აი ამ ადამიანს ვსჯით სიკვდილით – ადამიანს, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა, რომელმაც ასწავლა მთელს საქართველოს ევროპული ღირებულებები და თქვა, რომ ევროკავშირი გახლავთ ის გზა, რომელსაც საქართველო არასდროს გადაუხვევს[/su_quote]

ამის შესახებ პარლამენტის სხომაზე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

იტვირთბა....