ისლამური სახელმწიფოს ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს ახმედ ჩეტაევი ხელმძღვანელობს, – განცხადება ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ხელმძღვანელის მრჩეველმა გააკეთა.
რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებითვის ცნობილი გახდა, რომ ისლამური სახელმწიფოს (ISIS) კავკასიურ ბატალიონს აჰმედ ჩეტაევი – მეტსახელად “ცალხელა” მეთაურობს. მისივე განცხადებით, ეს ბატალიონი ტერაქტებს რუსეთისა და ევროპის ტერიტორიაზე გეგმავს.
ახმედ ჩეტაევის ტერორისტული მოღვაწეობის შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინ ვაშინგტონშიც გაკეთდა. შეერთებულმა შტატებმა ის ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩეტაევი ე.წ. ხალიფატის, ანუ ისლამური სახელმწიფოს ფუძემდებელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია.
ჩეტაევი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია. ის საპატიმროდან 2012 წელს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩეტაევი უდანაშაულოდ 2012 წლის დეკემბერში ცნო.