ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსაფუძვლოდ აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – კობახიძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ შესაძლოა იმ ადამიანების სახელები და გვარები დაკონკრეტდეს, რომლებიც კაბინეტებსა თუ დერეფნებში დადის და საქართველოს წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს.

მისი თქმით, ოპოზიციამ თავად უნდა აქარწყლოს “ოცნების” არგუმენტები.

“ხვალ იქნება დებატები, ყველამ ამჯობინა, რომ 12:00 საათიდან დაწყებულიყო, შეთანხმება იყო ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გადაიდო. ჩვენ მარტივი კითხვა გვექნება, როცა აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რას ეფუძნება ეს შინაარსობრივად. იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს მოსადავებელი მათთან, არავითარი საფუძველი არ აქვთ, ისე აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას. ზოგადად ყველამ ვიცით ვინ დადის კაბინეტებსა თუ დერეფნებში და ვინ რა აგიტაციას აწარმოებს ”,- აღნიშნა კობახიძემ.

იტვირთბა....