[su_quote]დღეს მორიგი ფურცელი ჩაიწერა ქართული პოლიტიკის მარგალიტებში – ირაკლი კობახიძის სამშობლოდან თომას ჯეფერსონის სამშობლომ მიიღო გაფრთხილება და განმარტება იმისა, თუ რა არის კანონის უზენაესობა, როგორ უნდა იქცეოდნენ მათი დიპლომატები და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ წარმომადგენლებს თუ ელჩებს მოსამართლეების მიმართ. უკვე ხელები უნდა აასავსავო, ამაზე როგორც შეიძლება კომენტარი გააკეთო იმაზე, რომ ირაკლი კობახიძე და მისი კოლეგები ვიმეორებ, ამერიკელებს ასწავლიან, როგორ უნდა ეპყრობოდნენ მართლმსაჯულებას, მოსამართლეებს და სასამართლო სისტემას[/su_quote]
ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა TV პირველის ეთერში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ცნობისთვის, კობახიძე “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ს მთავრობის დაფინანსებული პროგრამიდან მოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.