[su_quote]ერთი წამით წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ გაეკეთებინა – რომელიმე მოსამართლე რომ დაებარებინა და თუნდაც მისთვის საკამათო გადაწყვეტილების გამო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიმე სემინარიდან ან კონფერეციიდან მოეხსნა. წარმომიდგენია, რამხელა აჟიოტაჟს შექმნიდნენ ზუსტად იგივე ფაქტის გამო იგივე სუბიექტები. არავითარი ფაქტი არ აქვთ და მოსამართლეებს კლანს უწოდებენ. თქვენ წამოიდგინეთ, მათ თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი რომ ჰქონდეთ, მერე რას იზამდნენ. არსებობს ასეთი გამონათქვამი – “ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს”. რადიკალური ოპოზიციაც თავისი შიდა და გარე სპიკერებით, სწორედ ასე იქცევა. მოსამართლეზე ზეწოლა არის “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა და მეთოდი, რომელსაც ისინი 2004-2012 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა, იგივეში ამერიკის საელჩოს აქტიურად სდებენ ბრალს. როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან, ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ. ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუმებდნენ[/su_quote]
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ს მთავრობის დაფინანსებული პროგრამიდან მოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.