aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში და როდის გადაწყვიტა ომის დაწყება – უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრიანის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო გარემოცვის ზოგიერთი წევრის რჩევის მიუხედავად, რომ ღია სამხედრო აგრესია საუკეთესო ვარიანტი არ იყო.

“მსგავსი ოპერაციის ჩატარების არც თუ ისე ცუდად დაგეგმილი ვარიანტები განიხილებოდა. იყო სრულებით უხეირო, როგორც იტყვიან, მხეცური ვარიანტიც – ღია აგრესია. იყვნენ ადამიანები, რომლებიც პუტინს ეუბნებოდნენ კიდეც, რომ ღია აგრესიის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობდა, თუმცა, საუკეთესო ვარიანტი არ იყო და აი, “საუკუთესო” რუსული ტრადიციის მიხედვით, ყველა კარგი და ცუდი ვარიანტიდან რუსეთის მმართველი ყოველთვის ყველაზე უარესს ირჩევს. მანაც იგივე გააკეთა”, – ამბობს ბუდანოვი.

დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის ინფომრაციით, პუტინს 23 თებერვლამდე არ ჰქონდა საბოლოოდ გადაწყვეტილი, მიმართავდა თუ არა რუსეთი ღია აგრესიას.

“პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ 23 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე მიიღო. 23-ში, ვახშმამდე, ჯერ კიდევ იყო გარკვეული ყოყმანი, მზადება და ასე შემდეგ. ამ თარიღამდე, მას შეეძლო, ნებისმიერი ვარიანტისთვის მიემართა. მეტსაც გეტყვით, ომის დაწყების დღეს მან პირადად გამოიყვანა კონტაქტზე ყველა სამხედრო დაჯგუფების მეთაური, საომარი მზადყოფნის შესახებ ფორმალური ანგარიში მოისმინა და ასევე ფორმალურად, პირადად მისცა მათ საომარი აგრესიის დაწყების ბრძალება. უნდა გესმოდეთ – ის ავადმყოფი ადამიანია, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული სიმბოლოებზე, თარიღებზე და ასეთ რაღაცებზე”, – აღნიშნავს ბუდანოვი.

მისივე თქმით, გეგმის მთავარი ასპექტი კიევის ადმინისტრაციული შენობების აღება იყო ომის დაწყებიდან არაუგვიანეს მესამე დღისა, ხოლო აქტიური სამხედრო ფაზის დასრულება მაქსიმუმ 10 დღეში – “პუტინს ამის სჯეროდა, ის მთერი ტერიტორიის დაკავებას აპირებდა მდინარე დნეპრამდე. შემდეგ, უნდა დაენიშნა უკრაინის ახალი ლიდერი, რომელიც იქნებოდა რუსეთის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ და გაატარებდა იმ პოლიტიკას, რომელიც პუტინს დააკმაყოფილებდა”, – ამბობს ბუდანოვი.

 

 

იტვირთბა....